2019 წლის ოთხი თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა
2019 წლის ოთხი თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა

2019 წლის ოთხი თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა და 113 251 შეადგინა. ვიზიტორთა შორის 54 პროცენტი ქართველია, ხოლო 46 უცხოელი. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

2019 წლის ოთხი თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:

  • თბილსის ეროვნულ პარკს
  • პრომეთეს მღვიმეს
  • ყაზბეგის ეროვნულ პარკს
  • მარტვილის კანიონს
  • მტირალას ეროვნულ პარკს

საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან.

„დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. უკვე გაიხსნა ახალი ეკოტურისტული მიმართულება სოფელ კინჩხაში – ოკაცეს ჩანჩქერი.

ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეებია სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც. მაისის თვიდან დაინერგა ბილეთების გაყიდვის ელექტრონული სისტემა, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, წინასწარ დაგეგმონ ტერიტორიებზე ვიზიტი“, – აცახდებენ დაცულ ტერიტორიების სააგენტოში.