მთავრობა პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს 1-ელ ოქტომბერს წარუდგენს.
პირველი არხის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის პროექტი მთავრობას უკვე გადაუგზავნა, რომელიც დაახლოებით 300 მილიონი ლარით იზრდება.
ბიუჯეტის პროექტი თავდაპირველად 1-ელი ოქტომბრის ბიუროს სხდომას წარედგინება, მოგვიანებით კი, მასზე მსჯელობა საპარლამენტო კომიტეტებში დარგების მიხედვით გაიმართება.
რეგლამენტის გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავება რამდენჯერმე მოხდება, საბოლოოდ კი, პარლამენტი დოკუმენტს დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს.