2019 წლიდან კლინიკებისთვის პაციენტების ელექტრონული ისტორიების წარმოება სავალდებულო გახდება
2019 წლიდან კლინიკებისთვის პაციენტების ელექტრონული ისტორიების წარმოება სავალდებულო გახდება

2019 წლიდან სტაციონარული დაწესებულებებისთვის ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება სავალდებულო გახდება. ამ თემაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პირველ ეტაპზე, ელექტრონული ჩანაწერების წარმოება სავალდებულო თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სტაციონარული დაწესებულებებისთვის გახდება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების მეშვეობით ექიმები შეძლებენ სრული სურათი დაინახონ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჩატარებული მანიპულაციების შესახებ. სისტემა უზურნველყოფს, მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ელექტრონულ წვდომას, გეოგრაფიული ბარიერების მიუხედავად.

ასევე, ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის მუდმივ გაუმჯობესებას უფრო ეფექტური მონიტორინგისა და ანგარიშგების მიმართულებით.