2019 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი, ხოლო უმსხვილესი იმპორტიორი თურქეთი იყო
საქსტატის წინასწარი შედეგებით, 2019 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 73.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი – 498.7 მლნ. აშშ დოლარი, რუსეთი 497.1 მლნ. აშშ დოლარი და სომხეთი 412.2 მლნ. აშშ დოლარი.
ამასთან, 2019 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი – 1 613.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი 975.9 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი 858.7 – მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის ცნობით, 2019 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი 1 816.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი 1 473.0 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი 1 086.3 მლნ. აშშ დოლარი.