2019 წელს საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა
2019 წელს საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 310.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემებზე 0.3 პროცენტით მეტია და 3.4 პროცენტით აღემატება 2019 წლის წინასწარ მონაცემებს.

საქსტატის ცნობით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2019 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 41.6 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 18.0 პროცენტით, მეორეზე თურქეთი 13.4 პროცენტით, ხოლო მესამეზე ირლანდია 10.2 პროცენტით.

ამასთან, 2019 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 50.4 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 272.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 20.8 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 261.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 126.8 მლნ. აშშ დოლარით.