საქსტატი - 2019 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 19.5 პროცენტი იმყოფებოდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 19.5 იმყოფებოდა.
საქსტატის ინფორმაციით, სოფლად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი შარშან 23.7 პროცენტი იყო, ქალაქში კი – 16.4 პროცენტი.
ამასთან, უწყების ცნობით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 0.6 პროცენტით არის შემცირებული. 2018 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ საქართველოს მოსახლეობის 20.1 პროცენტი ცხოვრობდა.
აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, რამდენ ადამიანს არ მიუწვდება ხელი საჭირო აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე.