2019-2020 წლებში საქართველოს რეგიონებში აშენდება 63 ახალი სკოლა, ხოლო 88 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
2019-2020 წლებში საქართველოს რეგიონებში აშენდება 63 ახალი სკოლა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 88 სკოლას, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაწყებულია 48 ახალი სკოლის პროექტირების-მშენებლობის სამუშაოები, 83 სკოლის რეაბილიტაციის პროექტორების სამუშაოები და ორი სკოლის სრული რეაბილიტაცია.
ყველა სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, განათლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.