2018 წლის ტურისტული სეზონი ახალციხის ციხეზე საზეიმოდ გაიხსნა
2018 წლის ტურისტული სეზონი ახალციხის ციხეზე საზეიმოდ გაიხსნა

ახალციხის ციხეზე ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა. ისტორიული კომპლექსი ჯერ ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ აკურთხა, შემდეგ კი ადგილობრივმა ანსამბლებმა დამსწრე სტუმრებისთვის კონცერტი გამართეს.

ციხის ტერიტორიაზე გამოფენილი იყო ახალციხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები და ხალხური რეწვის ნიმუშები.

ღონისძიებას სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალციხის ციხე დამთვალიერებლებს ყოველდღე, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე მიიღებს.