2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია დღეს პირველ არხზე
დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრში (თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. #17) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვერსიით 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
წლის სპორტსმენთან ერთად, საუკეთესოები გამოვლინდებიან სულ 14 ნომინაციაში. ასევე დაწესებულია 10 სპეციალური პრიზი. დასახელდება 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და მინისტრის მოადგილეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ჟურნალისტები, სპეციალურად მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების რეჟისორია ზაალ ჩიქობავა. ღონისძიებას წამყვანები არიან ელენე კალანდაძე და ანდრია გველესიანი.
მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელია ზვიად ბოლქვაძე. მონაწილეობენ – აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, ოთო ნემსაძე, სოფო ბათილაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ჯგუფი ნიუტონი, ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები.
ღონისძიების პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხის პირდაპირ ეთერში იხილავთ.