2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა თითქმის იგივე აქტივობა იყო, რაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე
ცესკო-ს ინფორმაციით, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე 20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩევლის აქტივობა იყო 46,74%, რაც ნიშნავს, რომ ერთიან სიაში რეგისტრირებული 3 504 082 ამომრჩევლიდან, არჩევნებზე მივიდა 1 637 956 ამომრჩეველი.
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა იყო 46,6%. წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში იყო 3 537 719 ამომრჩეველი და საკუთარი ხმის უფლებით ისარგებლა 1 648 662-მა ადამიანმა.
რაც შეეხება 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაზე აქტიურ და პასიურ უბნებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 20:00 მონაცემებით, 73 მაჟორიტარული ოლქიდან ყველაზე აქტიური ოლქების სამეული ასე გამოიყურება – ქედა 64,74%-ით, რაც ნიშნავს რომ ოლქში რეგისტრირებული 15 668 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 101 43-მმა ამომარჩეველმა.
63,05%-იანი აქტივობა დაფიქსირდა ასპინძაში, სადაც ოლქში რეგისტრირებული 9 752 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა 6 149 ამომრჩეველი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე აქტიური ოლქი იყო ასევე ამბროლაური 61,17%-იანი აქტივობით, სადაც ოლქში რეგისტრირებული 11 593 ამომრჩევლიდან, 7 092-მა ისარგებლა საკუთარი ხმის უფლებით.
ყველაზე პასიური საქართველოში იყო გარდაბანი – 37,31%, სადაც 71 551 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მივიდა 26 695, ყაზბეგში აქტივობა იყო -37,33 %, რაც ნიშნავს, რომ 5 417 ამომრჩევლიდან 2 022 მივიდა, საგარეჯო – 39,72% , 46 268 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მივიდა 18 376.