2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცესკო 39 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია 39 136 784 ლარს დახარჯავს. მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე ცესკო-ს დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.
აღნიშნული თანხიდან, არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე 28 272 634 ლარი დაიხარჯება. არჩევნებისათვის მოხელეთა მომზადება – გადამზადებისთვის გათვალისწინებულია 1 002 300 ლარი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი 2 242 850 ლარი იქნება, ხოლო საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 7 619 000 ლარი.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.