2018 წლის მუნდიალზე ლეგენდები იმუშავებენ 
2018 წლის მუნდიალზე ლეგენდები იმუშავებენ 

ცნობილი გახდა რვა ასისტენტის ვინაობა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის წილისყრაში.

ამ სიაში შევიდნენ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები და ნიკიტა სიმონიანი – რუსეთის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი.

ლეგენდებს შორის არიან: არგენტინელი დიეგო მარადონა, ესპანელი კარლეს პუიოლი, ფრანგი ლორან ბლანი, ინგლისელი გორდონ ბენქსი, იტალიელი ფაბიო კანავარო, ბრაზილიელი კაფუ და ურუგვაელი დიეგო ფორლანი.


უფრო ადრე გამოცხადდა, რომ წილისყრის წამყვანები იქნებიან ინგლისელი ყოფილი ფეხბურთელი გარი ლინეკერი და რუსი ჟურნალისტი მარია კომანდნაია.


წილისყრის ცერემონია პირველ დეკემბერს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. მას პირდაპირ ეთერში გადასცემს საქართველოს ტელევიზიის “პირველი არხი”.