2018 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორმა მიიღო
2018 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში 389 მილიონის დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.
საქსტატის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 9.4 პროცენტით აღემატება. ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა – 80,5 მილიონი დოლარი, მეორე ადგილზე ჩეხეთია – 77,9 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე ნიდერლანდები – 65,3 მილიონი დოლარით.
რაც შეეხება ინვესტიციების დარგობრივ გადანაწილებას.
უცხოეთიდან ყველაზე მეტი ფული ენერგეტიკამ მიიღო, მთლიანობაში 108 მილიონი დოლარი, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში – 77 მილიონი დოლარი შემოვიდა, საფინანსო სექტორში – 64 მილიონი დოლარი, ხოლო უძრავ ქონებაში – 43 მილიონი დოლარის დაბანდება მოხდა. ყველაზე მცირე რაოდენობის უცხოური ინვესტიცია სოფლის მეურნეობასა (6,9 მილიონი დოლარი) და ჯანმრთელობის დაცვის სექტორში (1,6 მილიონი დოლარი) შემოვიდა.
საერთო ჯამში, წლის პირველ ნახევარში უცხოელმა ინვესტორებმა ქვეყანაში 676,2 მილიონი დოლარი შემოიტანეს. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 73,2 მილიონი დოლარით ჩამორჩება.