2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირ ეთერს პირველ არხზე ჟურნალისტი დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება
2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირ ეთერს პირველ არხზე ჟურნალისტი დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 8, 10 და ფინალური კონცერტი 12 მაისს პორტუგალიაში გაიმართება. ექსკლუზიურად პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი განახორციელებს.
უკვე რამდენიმე წელია, სწორედ დემეტრე ერგემლიძე უძღვება საბავშვო და დიდების ევროვიზიის ტრანსლაციას. დემეტრე ერგემლიძე, 2006 წლიდან, მუშაობდა საინფორმაციო სააგენტოებში, გაზეთებსა და ონლაინმედიაში.
2011 წელს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო პროექტ “პილოტის” მონაწილე. ბოლო წლებში, მუშაობს პირველ საზოგადოებრივსა და საზოგადოებრივ რადიოში კორესპონდენტის, პროდიუსერისა და წამყვანის პოზიციებზე. ამჟამად უძღვება სატელევიზიო ჟურნალს “ფერმა” და რადიოგადაცემას საზოგადოებრივი რადიო ერთის დილის ეთერში.
აქტიურად თანამშრომლობს ევროვიზიის საპროდიუსერო გუნდთან. ევროვიზიის 63-ე კონკურსი პორტუგალიაში 8, 10 და 12 მაისს გაიმართება, სამდღიან მუსიკალურ ზეიმში 43 ქვეყანა მონაწილეობს.
საქართველოს ევროფესტივალზე ჯგუფი „ირიაო“ წარადგენს სიმღერით „შენი გულისთვის“.