2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დედაქალაქის მერიამ საკრებულოში გადააგზავნა
2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი თბილისის მერიამ საკრებულოში განსახილველად გადააგზავნა.
წინა პროექტთან შედარებით, სადაც ფინანსურ დოკუმენტში შემოსულობების ნაწილი 815 210 100-ით იყო განსაზღვრული, ახალ პროექტში 861 609, მილიონამდე გაიზარდა. დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 587 105,300-დან 604 571,500 ლარამდეა გაზრდილი.
დედაქალაქის მერის კახი კალაძისა და მისი გუნდის მიერ დამუშავებულ პროექტში, 5 მილიონით არის შემცირებული შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა და ის 82 მილიონს შეადგენს. დავით ნარმანიას მთავრობის მიერ შედგენილ პარამეტრებთან შედარებით საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა- რეაბილიტაციისა და მოვლა-შეკეთებისთვის ხარჯები 47 920 მილიონიდან 58 893,700 მილიონამდე გაიზრდა.
ახალ პროექტში მილიონით არის შემცირებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის გამოყოფილი ხარჯი. ისევე როგორც ახალ პროექტში განახევრებულია გამწვანების ღონისძიებებისთვის გამოყოფილი ხარჯი, შემცირებულია კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის განსაზღვრული დაფინანსება და მაგალითად, თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერა. 2 მილიონიდან 40 ათასამდეა შემცირებული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის განსაზღვრული დაფინანსება.
წინა პროექტში ჯანმრთელობის დაცვისთვისა და სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი იყო 864 ათას 800 ლარი, რომელიც ბიუჯეტის საბოლოო პროექტში 1 394,800 ლარამდეა გაზრდილი. 58 ათასით გაზრდილია მერიის ადმინისტრაციის ხარჯი და 161 600 ლარის ნაცვლად ახალი მთავრობის მიერ განსაზღვრული თანხა 219 600 ლარს შეადგენს.
არ შეცვლილა გამგეობებისთვის გამოყოფილი თანხებიც. ერთადერთი რაიონი, ვისი დაფინანსებაც ბიუჯეტის პროექტში 69 ათასიდან 26 ათასამდე არის შემცირებული, ვაკის გამგეობაა.
103 158 300-დან დაახლოებით ოთხი მილიონით, 107 537,800 ლარამდე გაიზარდა ტრანსპორტის, მათ შორის გზებისთვის გამოყოფილი დაფინანსება. თუმცა, მაგალითად, 39 402,200ლარიდან დაახლოებით ორი მინილიონით არის შემცირებული ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა.
დავით ნარმანიასა და მისი გუნდის მიერ შედგენილ ბიუჯეტის პროექტში ამ მიმართულების დაფინანსებისთვის 41 289 400 ლარი იყო გამოყოფილი.