2017 წლის დეკემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა
2017 წლის დეკემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 116,7 ათასი ტონა შეადგინა , რაც 21,3 ათასი ტონით მეტია ნოემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

მათ შორის, 2017 წლის დეკემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 43,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 72,8 ათასი ტონა.

ქვეყნების მიხედვით, 2017 წლის დეკემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 34,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,2%-ს შეადგენს. ასევე რუსეთიდან – 32,0 ათასი ტონა (27,4%), რუმინეთიდან – 28,5 ათასი ტონა (24,4%), თურქმენეთიდან – 11,0 ათასი ტონა (9,4%); ბულგარეთიდან – 6,2 ათასი ტონა (5,3%), საბერძნეთიდან – 4,9 ათასი ტონა (4,2%).

2017 წლის დეკემბრში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 12,1 ათასი ტონა, რაც 6,3 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.