2017 წელს სირიაში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 39 ათასი ადამიანი დაიღუპა.
შესაბამის მონაცემებს დიდ ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს (SOHR).
უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, 2017 წელს სირიაში დაღუპულთა შორის 2 100-ზე მეტი ბავშვი და თითქმის 1 500 ქალია.
ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 12 თვის განმავლობაში სირიაში ბაშარ ასადის ჯარის 3 000 სამხედრო მოკლეს, ასევე რეჟიმის 7 500 მოწინააღმდგე, ძირითადად ტერორისტული დაჯგუფებების მხარდამჭერები.
აღნისანიშნავია, რომ უფლებადამცველების მონაცემებით, 2016 წელს სირიაში 49 ათასი, ხოლო 2015 წელს – 55 ათასი ადამიანი დაღუპა.
სულ 2011 წელს დაწყებულ საომარ მოქმედებებს თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.