ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 96,0 ათასი ტონა, რაც 25,3 ათასი ტონით ანუ 26,4 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (70,7 ათასი ტონა).
ქვეყნების მიხედვით, 2017 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 40,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 42,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 28,6 ათასი ტონა (29,8%), საბერძნეთი – 22,0 ათასი ტონა (22,9%), ეგვიპტე – 3,8 ათასი ტონა (4,0%), თურქეთი – 0,8 ათასი ტონა (0,8%), იტალია 0,5 ათასი ტონა (0,5%).
2017 წელს საავიაციო ნავთის იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან.