2017 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა 2017 წლის განმავლობაში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 11 110 ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის 515 ფაქტი, რომელთა მასალებიც სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა.
2017 წელს, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 8 651 243,56 ლარი შეადგინა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს), ჯარიმის სახით, ჯამში 4 658 500 ლარი დაეკისრათ.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წელს გამოვლენილი გარემოსდაცვითი დანაშაულებიდან დაფიქსირდა ტყის კანონმდებლობის დარღვევის – 1737 ფაქტი, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის – 1397 დასახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის – 832 ფაქტი, რაც ჯამურად საერთო გამოვლინებების 34%-ს შეადგენს.
საერთო სტატისტიკის 22%-ს შეადგენს წიაღის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები – 2521 ფაქტი და 16%-ს ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები – 1817 ფაქტი.
ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 1407ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო თევზჭერის/ნადირობის წესების დარღვევის – 1078 ფაქტი. სხვა დარღვევებმა საერთო სტატისტიკის 7% (836 ფაქტი) შეადგინა.