2017 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარმოებაში 10 ახალი საქმე მიიღეს
2017 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარმოებაში 10 ახალი საქმე მიიღეს.
სტატისტიკური მონაცემები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრების მიერ სტრასბურგში დღეს წარდგენილ ანგარიშშია მოცემული.
დოკუმენტის მიხედვით, 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, სტრასბურგში საქართველოდან სამით მეტი საქმე შევიდა. ანგარიშში ასევე მოცემულია იმ საქმეების რაოდენობაც, რომლებიც ჯერ არ განუხილავთ. საქართველოს შემთხვევაში, საუბარია 36 საქმეზე.
2017 წელს, საქართველოს კომპენსაციის სახით, მთლიანობაში დაეკისრა 120 151 ევროს გადახდა. 2016 წელს ეს თანხა 221 000 ევროს შეადგენდა.
ანგარიშში, საქართველოს შესახებ თავში ნათქვამია, რომ იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ეხება, უფრო დამოუკიდებელი და ეფექტური გახდა. ეს ეხება მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების უფრო მეტ ჩართულობას გამოძიებაში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლოს მანდატურების უფლება, დააპატიმრონ ინდივიდუალური პირი, შეზღუდულია. საქმის საჯარო განხილვა უკეთ არის გარანტირებული და მხარეების თანასწორი უფლებები დაცულია.
ანგარიშში ასევე წერია, რომ მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, მათი უკანონო პატიმრობა გაასაჩივრონ და კომპენსაცია მიიღონ. მათ ეს უფლება გარანტირებული აქვთ, მიუხედავად იმისა, რა სახის განაჩენი დადგა.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ „2011 და 2014 წელს საქართველოში მიღებული ცვლილებების შედეგად, საბჭოთა პერიოდში რეპრესირებულთა უფლება მიიღონ კომპენსაცია, გარანტირებულია.
რაც შეეხება საარჩევნო უფლებებს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმები, როდესაც საარჩევნო კომისიას შეუძლია, ბათილად ცნოს არჩევნების შედეგები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2017 წელს წარმოებაში მიღებული საქმეების რიცხვით პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა 370 საქმით. რუსეთი ასევე ლიდერობს იმ საქმეების რაოდენობითაც, რომლებიც ჯერ არ განუხილავთ. რუსეთის შემთხვევაში ასეთი 1600-ზე მეტი საქმეა.
პირველ ადგილზე კი რუსეთის ფედერაციაა 370 საქმით. რუსეთი ასევე ლიდერობს იმ საქმეების რაოდენობითაც, რომლებიც ჯერ არ განუხილავთ. რუსეთის შემთხვევაში ასეთი 1600-ზე მეტი საქმეა.
მეორე ადგილზეა თურქეთი, რომელის წინააღმდეგ სტრასბურგში 2017 წელს 138 საქმე მიიღეს წარმოებაში. მას მოსდევს რუმინეთი – 110 ახალი საქმით, შემდეგ უკრაინა – 109 საქმით და საბერძნეთი -103 საქმით.