2017 წლის ოქტომბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 380-მა მოქალაქემ მოითხოვა
2017 წლის ოქტომბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 380-მა მოქალაქემ მოითხოვა

2017 წლის ოქტომბერში გერმანიაში თავშესაფარი 15 170 ადამიანმა მოითხოვა, აქედან საქართველოს 380-მა მოქალაქემ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასულ თვეში საქართველო გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მიხედვით მეცხრე ადგილზე იყო. ამ მხრივ პირველ ადგილზეა სირია – ოქტომბერში გერმანიაში თავშესაფარი 3301-მა სირიელმა მოითხოვა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ სექტემბერში თავშესაფრის ქართველ მაძიებელთა რიცხვი გერმანიაში 262-ს შეადგენდა, აგვისტოში კი – 217-ს.

ამავე ანგარიშის თანახმად, გერმანიაში 2017 წლის დასაწყისიდან 17 ოქტომბრის მდგომარეობით, 156 000-მა მიგრანტმა მოითხოვა თავშესაფარი, მათი უმრავლესობა სირიელი (39519 ადამიანი), ერაყელი (17644) და ავღანელია (10525).

მიგრაციული პოლიტიკა გერმანიის ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხია.