2016 წელს ბრიუსელში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებისთვის ექვსი ადამიანი დამნაშავედ ცნეს
2016 წელს ბრიუსელში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებისთვის ექვსი ადამიანი დამნაშავედ ცნეს

2016 წელს ბრიუსელში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებისთვის ექვსი ადამიანი დამნაშავედ ცნეს. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული უჯრედის წევრებს 2016 წელს ბრიუსელის მეტროსა და აეროპორტის აფეთქებებში მონაწილეობაში ედებოდათ ბრალი. ბრიუსელში განხორციელებულ თავდასხმებს მაშინ 32 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.

მსჯავრდებულთა შორის არის საფრანგეთის მოქალაქე სალაჰ აბდესლამი, რომელსაც უკვე აქვს მისჯილი სამუდამო პატიმრობა საფრანგეთში 2015 წელს პარიზის ტერაქტებში მონაწილეობისთვის.

ამ განაჩენით იხურება ბელგიის სასამართლო ისტორიაში ყველაზე დიდი სასამართლო პროცესი.

10 ბრალდებულიდან რვას ბრალი ტერორისტული მკვლელობის, 695 ადამიანის ტერორისტული მკვლელობის მცდელობის და ტერორისტული ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობისთვის 32 მუხლით წაუყენეს. ექვსი გაასამართლეს ტერორისტულ მკვლელობაში, ხოლო სამი სხვა გაამართლეს ან წაუყენეს სხვა ბრალდებები, როგორიცაა ტერორისტულ ჯგუფში მონაწილეობა.

მიიჩნევა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული სირიაში გარდაიცვალა და დაუსწრებლად გაასამართლეს. იმავე ტერორისტულმა უჯრედმა მოაწყო როგორც ბრიუსელის, ისე პარიზის თავდასხმები, რომლის სამიზნე იყო ბატაკლანის თეატრი და საფრანგეთის ეროვნული სტადიონი. საფრანგეთში 130 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა. განაჩენის გამოტანის შემდეგ სასჯელი ცალკე პროცესით გადაწყდება და სექტემბრამდე არ არის მოსალოდნელი.