2014 წლის იანვრამდე დაფუძნებულ ან რეორგანიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქმიანობის უფლება 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ექნებათ
2014 წლის იანვრამდე დაფუძნებულ ან რეორგანიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქმიანობის უფლება 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ექნებათ

განათლების სამინისტროს მიერ 2014 წლის პირველ იანვრამდე დაფუძნებულ/რეორგანიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება ექნებათ, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა 2026–2027 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ და დაფინანსება მიიღონ.

შესაბამისი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტით განისაზღვრება ისიც, რომ 2026–2027 სასწავლო წლის დაწყებამდე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.

მთავრობა განმარტავს, რომ დღეს მოქმედი კანონით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა 2020–2021 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ. შესაბამისად, ცვლილებებით ამ ვადის გაგრძელება იგეგმება.