2008 წლის შემდეგ პირველად, ესტონეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს შეხვდება
2008 წლის შემდეგ პირველად, ესტონეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს შეხვდება. კერსტი კალულაიდი მოსკოვში დღეს ჩავა. მოლაპარაკებების დროს ორი ქვეყნის ურთიერთობები და ბალტიის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების საკითხები განიხილება.
მოსკოვში ყოფნისას ესტონეთის პრეზიდენტი საელჩოს რესტავრირებული შენობის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
ესტონელი პოლიტიკოსების ნაწილი კალულაიდის მოსკოვში ვიზიტს აპროტესტებს. როგორც თავად ესტონეთის პრეზიდენტი ამბობს, პუტინთან შეხვედრის შესახებ შეთანხმება 2018 წელს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის გამართული მოკლე მოლაპარაკებების დროს შედგა.