2008 წლის ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშები ყველა ადმინისტრაციულ შენობაზეა დაშვებული. მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, პარლამენტის სასახლეზე, შსს-ს ყველა შენობაზე, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა სამხედრო ბაზაზე.