2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობა 129 870 პირმა შეცვალა
2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობა 129 870 პირმა შეცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობა 129 870 პირმა შეცვალა. მათივე ინფორმაციით, უმეტესობა, ვინც მართვის მოწმობა არ შეცვალა, ემიგრაციაში იმყოფება.

2006 წლის პირველ აპრილამდე საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები ძალადაკარგულად გამოცხადდა.

ის პირები, რომლებმაც ვერ განაახლეს საკუთარი მართვის მოწმობები, მართვის უფლების არმქონე პირებად ითვლებიან.

მართვის მოწმობის განახლება მოქალაქეებს პირველი აპრილის შემდეგაც შეუძლიათ. ამისთვის, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა.

მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა – 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.