2006 წლამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდა
2006 წლამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდა

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს 2018 წლის პირველი იანვრიდან იურიდიული ძალა კვლავ შეუნარჩუნდა.

„შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში აღნიშნული მართვის მოწმობების შეცვლა 2018 წლის პირველ აპრილამდე შეეძლებათ. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ ამოქმედდა.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის პირველ აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის პირველი აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების მართვის მოწმობებს“, – აცხადებენ უწყებაში.