20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 58.94 პროცენტს შეადგენს
20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 58.94 პროცენტს შეადგენს

20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 58.94 პროცენტს შეადგენს, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

საარჩევნო ხმის უფლებით 2 060 412 ამომრჩეველმა ისარგებლა, საიდანაც 961 751 ქალია, ხოლო – 109 8661 კაცი.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე აქტიური რეგიონი მთელი დღის განმავლობაში რაჭა-ლეჩხუმი იყო, სადაც  აქტივობამ 67,93% შეადგინა. ყველაზე პასიური იყო ქვემო ქართლი – 49,23%.

რეგიონების მიხედვით პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია: სამეგრელო-ზემო სვანეთი –55,27 %, თბილისი – 60,77%, გურია – 62,65%, შიდა ქართლი – 59,69%, კახეთი – 59,97%; მცხეთა-მთიანეთი – 61,59%, სამცხე-ჯავახეთი –61,52%, იმერეთი – 59,41%, აჭარა – 62,93%.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში გახსნილი იყო 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია განთავსებული.