200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა წრე გაფართოვდა
200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა წრე გაფართოვდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, თუ პირი 2020 წელს დაქირავებული იყო, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და ამ პერიოდის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უფიქსირდება ხელფასის მიღება, ეს გარემოება აღარ გამოიწვევს კომპენსაციის გაცემის შეზღუდვას.

ცვლილება შეეხო იმ პირებსაც, რომლებზეც ვერ განხორციელდა განაცხადების წარდგენა იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან დამქირავებლის გარდაცვალების გამო. ასეთ შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემის მიზნით, დაქირავებულ პირს თავად შეუძლია, მიმართოს განცხადებით შემოსავლების სამსახურს. განაცხადების წარდგენა 22 თებერვლის ჩათვლით არის შესაძლებელი.

200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, შემოსავლების სამსახურში გრძელდება განაცხადების წარდგენა. დღეის მდგომარეობით, უწყების მონაცემთა ბაზაში უკვე 11 900 განაცხადია დარეგისტრირებული.