20 წლის შვედმა მძლეოსანმა არმან დიუპლანტისმა დახურული არენებისთვის მსოფლიოს ჭოკით ხტომაში რეკორდი დაამყარა. ეს მოხდა პოლონეთის ქალაქ ტორნუში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე.
ახალგაზრდა მხტომელმა მეორე ცდაზე დაძლია ექვსი მეტრი და 17 სანტიმეტრი. წინა რეკორდი ეკუთვნოდა ფრანგ რენო ლავილენის. 2014 წელს, ის ექვს მეტრსა და 16 სანტიმეტრზე გადახტა. ყველა დროის მესამე შედეგი ეკუთვნის ლეგენდარულ უკრაინელ სერგეი ბუბკას – 1994 წელს, მან ექვსი მეტრი და 14 სანტიმეტრი დაძლია.
დიუპლანტისი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. ასევე მის აქტივშია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქრო.