20-წლიანი დავის შემდეგ, გერმანიამ პერუს უძველესი ოქროს ნიღაბი დაუბრუნა
20-წლიანი დავის შემდეგ, გერმანიამ პერუს უძველესი ოქროს ნიღაბი დაუბრუნა

20-წლიანი სამართლებრივი და დიპლომატიური დავის შემდეგ, გერმანიამ პერუს უძველესი ოქროს ნიღაბი დაუბრუნა. ინფორმაცის ამის შესახებ პერუს კულტურის მინისტრი ადასტურებს.

„მოხარული ვარ მივიღო ჩრდილოპერუული კულტურის ყველაზე სიმბოლური ნივთი, სიკანური ნიღაბი“, – განაცხადა პერუს კულტურის მინისტრმა, პატრისია ბალბუენამ.

ნიღაბი კოლუმბამდელ ცივილიზაციას ეკუთვნის. პერუმ მერვე საუკუნით დათარიღებული დასაკრძალი ოქროს ნიღაბის გაუჩინარების შესახებ 1999 წელს განაცახადა, რის შემდეგაც უძველესი ნივთი ინტერპოლმა გერმანიის ქალაქ ვისბადენში აღმოაჩინა.

ნიღაბი ბერლინში, პერუს საელჩოს ბავარიის მთავრობამ გადასცა. მიუნხენის რეგიონულმა სასამართლომ პერუსთვის ოქროს ნიღბის დაბრუნების გადაწყვეტილება 2016 წლის დეკემბერში მიიღო. ნიღაბს პერუში უახლოეს კვირებში ჩაიტანენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ პერუს მეზობელმა ეკვადორმა ივლისში გერმანიისგან კოლუმბამდელი პერიოდის 13 არტეფაქტი დაიბრუნა.