საქართველოს 20-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები პირველ საერთაშორისო მატჩს 14 ნოემბერს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი ამხანაგურ მატჩში ალბანეთს უმასპინძლებს – შეხვედრა 15 საათზე დაიწყება.
20-წლამდელები შეკრებას ხვალიდან, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაივლიან.
ალბანელებთან სათამაშოდ მაისურაძემ შემდეგი ფეხბურთელები მიიწვია:
მეკარეები: ლევან ისიანი (გაგრა), ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია);
მცველები: დავით კიკალიშვილი, თორნიკე ძებნიაური, გიორგი ცერცვაძე (სამივე – ლოკომოტივი), ზაურ კერელეიშვილი (დილა), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ბერიაშვილი (თელავი).
ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი, ლუკა ბაკურაძე, ირაკლი ჯავახიშვილი (სამივე – საბურთალო), ლუკა ფოჩხუა, ომარ ბულუხაძე (ორივე – შევარდენი), დავით სამურკასოვი, გიორგი წულეისკირი (ორივე – ლოკომოტივი), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ).
თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), გიორგი მუზაშვილი (ცხინვალი).