20 მაისს ყვარელში დაკავებული 16 პირი გაათავისუფლეს
20 მაისს ყვარელში დაკავებული 16 პირი გაათავისუფლეს

20 მაისს სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 16 პირი თავისუფალია.

ამის შესახებ გურჯაანის სასამართლოში ჟურნალისტებს დაკავებულთა ადვოკატებმა განუცხადეს.

დღეს გურჯაანის სასამართლოში „ყვარლის ტბასთან“ დაკავებული 16 პირის პროცესი იყო, მათგან ორი დაკავებული მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა. რაც შეეხება დანარჩენ 14 დაკავებულს, რომლებიც დღეს ასევე გათავისუფლდნენ, მათი სასამართლო პროცესი 19 ივნისს 13:00 საათზე ჩატარდება.

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირი 20 მაისს დააკავეს.