გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
მათივე ცნობით, დღის საათებში საქართველოს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსის ფარგლებში. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 20-21 მაისს მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება.
„18 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან და 19 მაისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 18-20 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 21 მაისს +32 გრადუსამდე მოიმატებს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.