20 ივნისის მოვლენებზე სასამართლოში გია ბარამიძის გამოკითხვა მიმდინარეობს
20 ივნისის მოვლენებზე სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიმდინარეობს.
სასამართლოში გამოკითხვა ბარამიძემ მოითხოვა.
„მთავარი არის, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები, ხელისუფლების თხოვნით მიდიოდნენ მოსალაპარაკლებლად, სწორედ მაშინ პარლამენტის ჭიშკრის აქეთ იდგა არა ჩვეულებრივი პოლიცია, არამედ სპეცდანიშნულების რაზმი. შემდეგ დაიწყო აბსოლუტურად გაუგებრად სროლა, უკანა რიგების უშვებდნენ ცრემლსადენ გაზს. იქ იდგა 15-20 კაციანი ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც ყველაზე აქტიურად და აგრესიულად ეწინააღმდეგებოდნენ მოლაპარაკებებს, სწორედ ესენი იყვნენ ერთ-ერთი მოწინავეები, რომლებმაც პოლიციასთან ჯაჯგური დაიწყეს. ეს ყველაფერი არის კარგად გასარკვევი და ყველა დეტალი დარწმუნებული ვარ, გაირკვევა. მათ ჩაფიქრებული აქვთ, რომ თქვან, აი, ვიღაცა სახელმწფო გადატრიალებას აწყობდა, მაგრამ ეს პირიქით შემოუტრიალდება მათ. მართლა სახელმწიფო გადატრიალების სიმბოლურად მომწყობებს, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე პირდაპირ პუტინი თუ არა პუტინის საცეცი, საქართველოს მტერი ჩასვეს. ეს არის მთავარი დანაშაული, საიდანაც იწყება საზოგადოების აღშფოთება“, – აცხადებს გია ბარამიძე.
გია ბარამიძის გამოკითხვაზე დასწრება მის თანაგუნდელებს და მხარდამჭერებსაც სურდათ, თუმცა პროკურორმა მოითხოვა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხდომა დაეტოვებინათ.