საქართველოში მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. როგორც პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში განუცხადეს, თბილისში ტემპერატურა შვიდიდან ცხრა გრადუსამდე მოიმატებს.
“დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან შემომავალი შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. ამიტომ დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი. დასავლეთის დაბლობ რაიონებში და მთაში წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში კი მთიან რაიონებში თოვლი უმეტეს რაიონშია ნავარაუდევი, ზოგან შესაძლებელია ძლიერიც. დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, მათ შორის დედაქალაქში. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი ყველგან შეწყდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა გასულ დღეებთან შედარებით დასავლეთ საქართველოში დღეს იკლებს ხუთი გრადუსით. აღმოსავლეთ საქართველოში თუ მაქსიმალური ტემპერატურა ნული – პლუს ხუთი გრადუსი იყო, დღეს ნავარაუდევია ექვსიდან თერთმეტ გრადუსამდე სითბო”,- განაცხადა დოდო გვაზავამ.