20-22 ოქტომბერს თბილისში „ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2018-ის საერთაშორისო სესია“ გაიმართება
საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისში 20-22 ოქტომბერს „ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2018-ის საერთაშორისო სესია“ გაიმართება.
საერთაშორისო სესია მთელი საქართველოს მასშტაბით აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შანსს გაიღრმავონ კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები; ლიდერული უნარ-ჩვევები; დაეუფლონ საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას; გაეცნონ ევროკავშირის ინსტიტუტების მოდელს, პოლიტიკასა და აქტუალურ, პრობლემატურ, გლობალურ საკითხებს; შეიმუშაონ გლობალური პრობლემების გადაჭრის გზები და სხვ.
„ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2018 – საერთაშორისო სესია“ ორგანიზაციის მე-18 პროექტია.
სამიტზე მონაწილეობას მიიღებს 300 დელეგატი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.