20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ცოტნე ცოტნიაშვილი 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ცოტნე ცოტნიაშვილი 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ცოტნე ცოტნიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„სწორი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, რადგან ოჯახური მდომარეობიდან გამომდინარე, მას შვილი ჰყავს გულის მანკით დაავადებული. წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ეს არის კლიენტის გადასაწყვეტი და კლიენტი რასაც გადაწყვეტს, ვნახოთ. საპროცესოს გაფორმება არ არის პრობლემა“, – განაცხადა ადვოკატმა ცოტნე ტყებუჩავამ.

ცოტნე ცოტნიაშვილის განცხადებით, მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რომელსაც არ აღიარებს.

„ბრალი ვაღიარეთ კადრებზე. 23:00 საათზე მივედი, რეზინის ტყვიები ახლო მანძილიდან მომხვდა. იქიდან გამომდინარე გავმწარდი. შემდეგ შეგვიყვანეს შეცდომაში. მედავებიან ჯგუფურ ძალადობაში, რომელსაც არ ვაღიარებ. ვაღიარებთ კადრებს და ძალადობას სპეცრაზმელზე. არავის ვიცნობდი​“, – განუცხადა ცოტნე ცოტნიაშვილმა ჟურნალისტებს.

ამასთან, როგორც პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა აღნიშნა, საფრთხეები გარკვეულწილად არსებობს და სწორედ მათ შესაკავებლად იქნა გამოყენებული გირაო.

„საპროცესო შეთანხმება გახლავთ ბრალდებულის და მხარეთა უფლება. ბრალდებულის აღიარება გახლავთ კანონისმიერი საფუძველი. აღნიშნულისთვის ბრალდებულმა დღეს აღიარა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, ამიტომ ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა პროკურორმა.