20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„სამწუხაროდ, სასამართლოს სტატისტიკას შეემატა კიდევ ერთი დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება, რომლის მოწმეც ჩვენ გავხდით. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს – მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძესა და გიორგი ქურდოვანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.