20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
„სამწუხაროდ, სასამართლოს სტატისტიკას შეემატა კიდევ ერთი დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება, რომლის მოწმეც ჩვენ გავხდით. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ადვოკატმა.