სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, როგორია ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია თავისუფლების პირობებში მკურნალობის საკითხზე
სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, როგორია ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია თავისუფლების პირობებში მკურნალობის საკითხზე

ადვოკატ გიორგი გელხაურის განცხადებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაცია გაგრძელდეს ყველა იმ რეკომენდაციით, რაც აქვთ ექიმებს“, – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

რაც შეეხება კითხვას, „სამართლებრივად რამდენად შესაძლებელია მკურნალობის თავისუფლებაზე გავლა“, – ადვოკატის თქმით, არ აქვს ინფორმაცია, როგორია ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია.

„აუცილებლად მოგახსენებთ ამაზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან გავივლი კონსულტაციებს. წინასწარ ვერ გეტყვით ვერაფერს. მე არ ვიცი, ამ ეტაპზე მისი პოზიცია როგორია, გავესაუბრები და შემდეგ მოგახსენებთ. პრეცედენტები ყოფილა. ალბათ ამასთან დაკავშირებით თანხმობაც და ნებართვაც სჭირდება.

სტრასბურგის სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირი და აბსოლუტურად ყველა იმ დარღვევაზე მოვახდენთ აპელირებას, რომელიც მის მიმართ განხორციელდა. დღემდე ვერ შეძლო მიხეილ სააკაშვილმა, რომ მისულიყო სასამართლოში და მისი პოზიცია დაეფიქსირებინა, მას დაცვის უფლება წაართვეს. ესაა დიდი დარღვევა“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.