გიორგი გელხაური - იაკობ ბრეგვაძის სანდოობა არის ნული
გიორგი გელხაური - იაკობ ბრეგვაძის სანდოობა არის ნული

იაკობ ბრეგვაძის სანდოობა არის ნული, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა.

ადვოკატის შეფასებით, მოწმის, ფოტოგრაფ ბრეგვაძის მონაწილეობით ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება ეჭვქვეშ დგას.

„ჩვენ კარგად ვიცით, ე.წ. ფოტოგრაფი ბრეგვაძე იქ რას აკეთებდა. ბრეგვაძე არის პირი, რომელმაც გამოძიება შეცდომაში შეიყვანა. შესაბამისად, ყველა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც უშუალოდ ბრეგვაძის მონაწილეობით არის ჩატარებული, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი სანდოობა არის ნული.

ვინაიდან იმ მოცემულობით, რაც ჩვენ პროკურატურამ ვერსიად შემოგვთავაზა თავისი ვიდეორგოლით, რომ მდინარის პირას იყო ჩხუბი, ზუსტად ამ პერიოდში ბრეგვაძეს მიაკითხა საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომელმა და წაიყვანა თბილისში.

აქედან გამომდინარე, ბრეგვაძის რომელიმე ჩვენება ან მისი მონაწილეობა რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში ეჭვქვეშ დგება“, – განაცხადა გელხაურმა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი იმართება.