უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა

19:55, 07.09.2021
Defense Minister of Georgia Davit Kezerashvili waits prior the NATO-Georgia Commission session in the conference hall of Hotel Marriot of Budapest on October 10, 2008. The meeting of the NATO-Georgia Commission -- a first-ever at ministerial level -- takes place on the date set for Russia to withdraw troops from buffer zones near two rebel Georgian regions, Abkhazia and South Ossetia. AFP PHOTO / ATTILA KISBENEDEK / AFP / ATTILA KISBENEDEK

Defense Minister of Georgia Davit Kezerashvili waits prior the NATO-Georgia Commission session in the conference hall of Hotel Marriot of Budapest on October 10, 2008. The meeting of the NATO-Georgia Commission -- a first-ever at ministerial level -- takes place on the date set for Russia to withdraw troops from buffer zones near two rebel Georgian regions, Abkhazia and South Ossetia. AFP PHOTO / ATTILA KISBENEDEK / AFP / ATTILA KISBENEDEK

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილს 2007-2008 წლებში წვრთნების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

ადვოკატის თქმით, უზენაესმა სასამართლომ წვრთნების საქმეზე დავით კეზერაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

„ბოლო რამოდენიმე დღეა, რაც გვაცნობეს, რომ უზენაეს სასამართლოში დაინიშნა კეზერაშვილის საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეების გამოცხადების გარეშე. იმ მომენტიდან ვსაუბრობთ, რომ სხდომის თავმჯდომარე მოსამართლეა შალვა თადუმაძე და ის სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, გარდა იმისა, რა გადაწყვეტილებაც დღეს მიიღო. სამი წლის მერე როდესაც საქმეს თაროდან ჩამოიღებ, განხილვის ყველანაირი ვადა აქვს გაშვებული უზენაეს სასამართლოს. სამი წლის მერე ამ საქმის ჩამოღება, მსჯელობა და განაჩენის შეცვლა, სადაც პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა იმსჯელეს და დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ მიიჩნიეს, არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ არის მისი დასჯა წინასაარჩევნოდ, თუნდაც ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო პოლიტიკოს გამო; ეს არაერთხელ განაცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა, სადაც მუქარაც გააჟღერა, ასევე მხარედ მოიხსენიებდა დავით კეზერაშვილს. ზუსტად ამას ემსახურება დღევანდელი განხილვა, სადაც შეცვალეს წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების მომზადებას, ეს იყო 2007-2008 წლებში. სახელმწიფო ბრალდება ედავება კეზერაშვილს, თითქოს ეს წვრთნები არ ჩატარებულა. მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა იმსჯელეს. ისინი დარწმუნდნენ, რომ ეს წვრთნები ნამდვილად ჩატარდა და თანხა, რომელიც გადარიცხული იყო წვრთნების მიერ ჩამტარებელ კომპანიაზე, იყო მიზნობრივი, არანაირ გაფლანგვას ადგილი არ ქონია. სამწუხაროდ, დღეს შალვა თადუმაძემ აღნიშნული მიიჩნია უკანონოდ, შეცვალა ეს განაჩენი და მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესი“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ადვოკატი აცხადებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მსგავსი