გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-5 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.