2-3 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიაზე წვიმა, ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი
2 და 3 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ქარი და სეტყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.
„2 და 3 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან – ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.