საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საფრანგეთს შეხვდა და მატჩი ფრედ დაასრულა.
მანამდე, გოორგი ყიფიანის გუნდმა მასპინძელ ბოსნიასთან 0:1 წააგო, უსუსტეს ანდორასთან 1:1 ითამაშა და ელიტ რაუნდში გასვლის შანსი, ფაქტობრივად, გადაწურული ჰქონდა.
ამის ფონზე საოცარია, რომ საქართველომ საუკეთესო შეხვედრა ჯგუფის გამარჯვებულ საფრანგეთთან ჩაატარა.
ფრანგები მე-20 წუთზე “პარი სენ-ჟერმენის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა ანტუან ბერნედმა დააწინაურა.
64-ე წუთზე ანგარიში ლევან ხარაბაძემ გაათანაბრა, ხოლო 75-ე წუთზე საქართველოს დაწინაურების რეალური შანსი მიეცა. ბექა ქავთარაძის წაქცევისთვის მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, მაგრამ ნიკა ნინუას დარტყმა მეკარე ევან დიუფმა კუთხურზე მოიგერია.
საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა, საქართველომ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ელიტ-რაუნდში ვერ გავიდა.