მე-19 საუკუნის ხომალდი, რომლის რესტავრაცია 1.5 მილიონი ევრო დაჯდა, მდინარე ელბაში ჩაიძირა
მე-19 საუკუნის ხომალდი, რომლის რესტავრაცია 1.5 მილიონი ევრო დაჯდა, მდინარე ელბაში ჩაიძირა

გერმანიაში 1.5 მილიონ ევროდ რესტავრირებული მე-19 საუკუნის ხომალდი მდინარე ელბაში ჩაიძირა. ინციდენტი ქალაქ ჰამბურგთან ახლოს მოხდა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მაშველებმა 43 ადამიანის ევაკუაცია დროულად მოახერხეს.

ხომალდი 1883 წელს არის აგებული. ის ამ პერიოდში აგებული ხის ხომალდებიდან უკანასკნელია, რომელიც ამ დრომდე შემორჩა.

გამოძიების ინფორმაციით, ხომალდი მას შემდეგ ჩაიძირა, რაც კონტეინერების გადამზიდ გემს შეეჯახა. მიუხედავად მაშველების არაერთი მცდელობისა, გემი ჩაიძირა.

მე-19 საუკუნის გემის რესტავრაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა და 1.5 მილიონი ევრო დაჯდა.