საქართველოს 18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სტუმრად ბულგარელ თანატოლთა ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და დამაჯერებლად დაამარცხა.
ბულგარეთის ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზა „ბოიანზე” გამართულ შეხვედრაში ანგარიში 34-ე წუთზე ჩვენი გუნდის კაპიტანმა გიორგი გულიაშვილმა გახსნა. 44-ე წუთზე კი, მოგვიანებით გიორგი გაგუას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ირაკლი აზაროვმა გამოიყენა და რამაზ სვანაძის გაწვრთნილებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი შემადგენლობა ათამაშა: კუტალაძე, სამსონია, ჯანგიძე, კალანდაძე, აზაროვი, აწყურელი, ნონიკაშვილი, ლორთქიფანიძე, გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი, გაგუა.
შეცვლაზე შევიდნენ: კოპალეიშვილი, ოდიშელიძე, მელიქიშვილი, გაგნიძე, ბოჭორიშვილი, ასკურავა.
მეორე შეხვედრას გუნდები 22 აპრილს ჩაატარებენ – ეს მატჩიც „ბოიანის” ბაზაზე გაიმართება.