18 სექტემბრიდან ახალი პოლიტიკური თოქ-შოუ „ტრიბუნა“ საქართველოს პირველ არხზე
საქართველოს პირველი არხი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ზოლში ახალი ფორმატის თოქ-შოუს იწყებს.
18 სექტემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს 22.30 საათზე ეთერში გავა „ტრიბუნა“, რომელსაც გიორგი გვიმრაძე გაუძღვება.
გადაცემა საშუალებას მისცემს მაყურებელს, გაიგოს პოლიტიკოსების ხედვა როგორც მიმდინარე პროცესებზე, ასევე საკანონმდებლო ინიციატივებსა და გადაწყეტილებებზე.
„ტრიბუნა“ მაყურებელს შესთავაზებს საინტერესო დისკუსიებს და დებატებს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მონაწილეობით.
გადაცემის მიზანია, მაყურებელს გააცნოს პოლიტიკური პარტიების ხედვები და ხელი შეუწყოს ამომრჩევლის ინფორმირებას საპარლამენტო არჩევნების წინ.