18 ოქტომბერს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება
18 ოქტომბერს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელზეც განსახილველ თემებს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობა იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან ევროკავშირის ურთიერთობებს, კერძოდ, თუ როგორც დაუახლოონ უფრო მეტად ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად.
18 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრა ხელს შეუწყობს მზადებას ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისთვის და დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის.
ლუქსემბურში მომავალ კვირას საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ასევე განიხილავენ ავღანეთის, ტუნისის, დასავლეთ ბალკანეთის, ასევე სპარსეთის ყურის, ეთიოპიის, ნიკარაგუის საკითხებს.